2016 წლის 15 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა 145-ე საჯარო სკოლის ხატვის სტუდია „არტ თაობის“ მოსწავლეთა გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 6 - დან - 12 წლამდე მოსწავლეთა გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები (პეიზაჟები, ნატურმოტები, პორტრეტები). გამოიფინა 100-მდე ნამუშევარი, მათ შორის, მიმდინარე წლის განმავლობაში კონკურსებში გამარჯვებული ნახატები. ღონისძიების ბოლოს სამხატვრო სტუდიის ხელმძღვანელმა მაია კაკაბაძემ გამოფენის ყველა მონაწილეს სამახსოვრო სიგელები და დიპლომები გადასცა. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ: არასამთავრო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენელები, მხატვრები, ქ. თბილისის 145-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები და მოსწავლეები.

 

 SemoqmedebiTi