2016 წლის 14 ივნისს ჯუმბერ ლეჟავას სახელობის მრავალპროფილიანი საერთაშორისო აკადემიის ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა პოეტ ნუნუკა გურალიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო -„სულის ზეიმი“. საღამოს უძღვებოდნენ ჯგუფი „ზღვარის“ წევრები: სერგი ლომაძე და კახა ბაციკაძე. სიტყვით გამოსვლისას ნუნუკა გურალიას შემოქმედებით მოღვაწეობაზე ისაუბრეს: ერეკლე საღლიანმა, მაყვალა გონაშვილმა, გულნაზ ხარაიშვილმა, მარინა კოლხიდაშვილმა, მანანა დანგაძემ. პოეტის ლექსები წაიკითხეს მეგობრებმა.
 

 SemoqmedebiTi