ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალი უფროს ასაკობრივ სასკოლო გუნდებს შორის

2016 წლის 4 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალი. მონაწილეობდნენ უფროსი ასაკის სასკოლო გუნდები: „ჯვაროსნები“ - სენაკი. ნოსირის საჯარო სკოლა; „ალილუია“ - რუსთავის #4 საჯარო სკოლა; „XI ჟამის მუშაკნი“ - ჩოხატაური. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახ. საჯარო სკოლა; „მორჩი კეთილი“ - ხონის #2 საჯარო სკოლა ; „სათნოება“ - რუსთავის # 22 საჯარო სკოლა; „ზანდუკი“ -ქარელის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია; „სტიქაროსნები“ - თბილისის #191 საჯარო სკოლა; ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ ფინალური თამაშის ჟიურის წევრები იყვნენ: ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი), საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ არჩუაძე და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის თანამშრომელი გრიგოლ ხასიევი. ფინალური თამაში დამთავრდა შემდეგი შედეგით: I ადგილი - გამარჯვებული გუნდი - „ჯვაროსნები“ - სენაკი. ნოსირის საჯარო სკოლა (24 ქულა). II- III ადგილი - „ალილუია“ - რუსთავის #4 საჯარო სკოლა (23 ქულა). II- III ადგილი - „XI ჟამის მუშაკნი“ - ჩოხატაური. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახ. საჯარო სკოლა; (23 ქულა). IV-VI ადგილები შესაბამისად, შემდეგმა გუნდებმა გადაინაწილეს: „სათნოება“ - რუსთავის # 22 საჯარო სკოლა (22 ქულა); „მორჩი კეთილი“ - ხონის #2 საჯარო სკოლა (18 ქულა); „ზანდუკი“ -ქარელის წმ. გიორგის სახელობის გიმნაზია (17 ქულა); „სტიქაროსნები“ - თბილისის #191 საჯარო სკოლა ( 4 ქულა). I ადგილზე გასული გუნდი - „ჯვაროსნები“ (სენაკი. ნოსირის საჯარო სკოლა) წმ. მიწის მოსალოცად გაემგზავრება. II და III ადგილზე გასული გუნდები - „ალილუია“ (რუსთავის #4 საჯარო სკოლა) და „XI ჟამის მუშაკნი“ (ჩოხატაური.ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახ. საჯარო სკოლა) ტაო-კლარჯეთის მოსალოცად გაემგზავრებიან. IV-VI ადგილებზე გასული გუნდები კი, საქართველოს ერთ-ერთ ეპარქიას მოილოცავენ. ყველა მონაწილე გუნდს გადაეცა სიგელები საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრისაგან. ინტელექტუალური კონკურსი - „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მერვე წელია მიმდინარეობს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II - ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის ორგანიზებით. ინტელექტუალური კონკურსის მხარდამჭერები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება“. ინტელექტუალურ კონკურსში „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ მონაწილეობენ საქართველოში არსებული სკოლები და სასულიერო გიმნაზიები.

 

 SemoqmedebiTi