2016 წლის 6 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა ქრისტიანული პოეზიის VI ფესტივალი - „წმინდა ნინოს ჯვარი“. ღონისძიებას უძღვებოდა ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ლია დაუშვილი. ფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებს მიესალმა მხატვარი და მწერალი - რეზო ადამია. სიტყვით გამოვიდნენ ქრისტიანული პოეზიის VI ფესტივალის ჟიურის წევრები: ზაალ ბოტკოველი, ლალი ჯაფარაშვილი, თამარ ფარჩუკიძე, ედუარდ უგულავა. ასევე, საფესტივალო ლექსების კრებული წარადგინა - მარიკა მაჭავარიანმა. ფესტივალის მთავარი პრიზით - „წმინდა ნინოს ჯვარი“ დაჯილდოვდნენ: მურად მთვარელიძე, ნინო მოდრეკილაძე. ფესტივალის პრიზი -„წმინდა ნინოს ჯვრის მედალიონი“ გადაეცათ: კახა შალამბერიძეს, ბადრი სულაძეს, ელდარ ჭიჭიაშვილს, გივი ჩიღვინაძეს, მაკა გელაშვილს. ფესტივალის პრიზით - „წმინდა ნინოს ჯვრის მედალი“ დაჯილდოვდნენ: სალომე გოგოლაძე, დიანა ტყებუჩავა, მანანა ქურდაძე, თემურ ტაბატაძე, ვასილ ბოსტაშვილი, რუსუდან ჯინჯიხაძე. ფესტივალის პრიზი - „წმინდა ნინოს ჯვრის მედალი“ საბავშვო ქრისტიანული ლექსებისათვის გადაეცათ: მაია მიქაიას, ციური მესხიშვილს. ჩვენი ქვეყნის კულტურასა და ხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ფესტივალის მთავარი პრიზით - „წმინდა ნინოს ჯვარი“ დაჯილდოვდნენ: მაყვალა გონაშვილი, პაატა ბურჭულაძე, კახაბერ ცაბაძე. ყოველწლიური ქრისტიანული პოეზიის ფესტივალის ორგანიზატორები არიან სამშვიდობო ორგანიზაცია „სადაკო“, წმ. ილია მართლის სახელობის სალიტერატურო ჟურნალი „საქართველოს მოამბე“ და სალიტერატურო ჟურნალი „ოლე“. ქრისტიანული პოეზიის ფესტივალი ტარდება თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის ფინანსური თანადგომით. მთავარი პრიზის ავტორი - მარიკა მაჭავარიანი.
 

 SemoqmedebiTi