2016 წლის 25 მაისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა საქველმოქმედო საღამო მიხეილ სხვიტარიძის დასახმარებლად. მიხეილ სხვიტარიძეს ხერხემლის ურთულესი ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადება, ოსტეოპოროზი აქვს, რომელიც ძვლის სიმტკიცის დაქვეითებითა და მოტეხილობების მაღალი რისკით ხასიათდება. 2007 წლიდან მან რვა ოპერაცია გადაიტანა. მიხეილს ყოველ სამ თვეში ესაჭიროება სისხლის გადასხმა, ძვირადღირებული მედიკამენტებით მკურნალობა და ოპერაცია საზღვარგარეთ, ასევე სრულფასოვანი კვება, რისი საშუალებაც ოჯახს არ აქვს. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პოეტები: გიორგი თუშიშვილი, ზღვარი, ბელა ალანია, თაფლო ზარიძე, „რითმების კავალერი“. ანსამბლები: „ჩვენებურები“ და „თორდა“. ასევე ხანუმები, ფანდურა ბექაური. ღონისძიებაზე გაიყიდა პოეტ როინ აბუსერიძის წიგნი „ჰოლი“. შემოსული თანხა მიხეილ სხვიტარიძის მკურნალობას მოხმარდება. საღამო გაიმართა საქველმოქმედო ორგანიზაცია „თბილი სამყაროს“ ორგანიზებით.
 

 SemoqmedebiTi