• 2016 წლის 3 ივნისს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართა კონკურსის „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ II ტური -„ხატვის დღე“. ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) კონკურსანტებს წმინდა წერილიდან, ძველი და ახალი აღთქმიდან, ამონარიდები წაუკითხა, რომლის მიხედვითაც მონაწილებმა შეასრულეს ერთი ნახატი. ხატვის დასრულების შემდეგ ბავშვებს დაევალათ შვიდი ნახატის შესრულება ძველი და ახალი აღთქმიდან კონკურსის III ეტაპზე გადასასვლელად, რომელიც უნდა წარმოადგინონ 14 ოქტომბრამდე. კონკურსის II ტურში მონაწილეობა მიიღო 150 -მდე მოსწავლემ. კონკურსი - „ნახატები ბიბლიურ თემებზე“ მეექვსე წელია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება. კონკურსში მონაწილეობენ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები.

 

 SemoqmedebiTi