2016 წლის 31 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიხსნება გამოფენა - „ კუციების ოჯახი“. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ვახტანგ კუციას და მისი შვილების, ეკა და ნატალია კუციების ნამუშევრები. დამთვალიერებელი იხილავს, როგორც იუმორისტულ, ასევე ფერწერულ და გრაფიკულ ნამუშევრებს და დოკუმენტურ მასალას ოჯახის შესახებ. ექსპოზიცია გაგრძელდება 5 ივნისის ჩათვლით. მისამართი: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული. დასწრება თავისუფალია.
 

 SemoqmedebiTi