საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის
სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი
აცხადებს მოხსენებების მიღებას სასკოლო-პრაქტიკული კონფერენციისათვის
„რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“

მოხსენებები მიიღება 2016 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით) 11.00 დან 18.00 საათამდე, როგორც წერილობით, (ელიას მთა წმინდა სამების საკათედრო ტაძარი, პირველი სართული, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი), ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მისამართი : Email: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
ნაშრომი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სტანდარტებს _ შრიფტი - acadnusx ; ზომა - 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1,5; აუცილებლად მიუთითეთ შესაბამისი წყაროები, რომლებიც თემაზე მუშაობისას გამოიყენეთ, ასევე თემის სათაური და თემის ავტორისა და ხელმძღვანელის საკონტაქტო ინფორმაცია _სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერი.
გაითვალისწინეთ, რომ „რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ არის კონფერენციის ზოგადი სახელწოდება და არ უნდა გამოიყენებოდეს, როგორც თემის სათაური.
საკონფერენციო ნაშრომი შეიძლება ეხებოდეს შემდეგ თემებს:
* ღმერთი, სამშობლო, ადამიანი
* ადამიანი და სამყარო
* რა არის ჭეშმარიტება
* სამშობლო, როგორც უფალი ერთია ქვეყანაზედა
* თავისუფლება სულს ისე მოსწყურდა
* ადამიანი, შემოქმედი
* ადამიანი, ხატება ღვთისა
* პირველი მცნება
* პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა
* ისმინე ჩემი უფალო
* შეიცან თავი შენი
* მოგზაური ვარ წუთისოფელში
* ბედნიერება
* დაეუფლე დროს
* ცხოვრების მიზანი
* რომ შემეძლოს მთების დაძვრაც კი, თუ სიყვარული არა მაქვს არა რაი ვარ
* წყარო სიხარულისა
* შეიყვარე მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი
ასევე სხვა თემებიც
საკონტაქტო ნომერი : 599 24 88 56