ინტელექტუალური კონკურსი
"ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას"
2 0 1 6 წელი
სარაიონო ეტაპი

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით გაიმართება ინტელექტუალური კონკურსიs სარაიონო ეტაპი მოსწავლეთა შორის.
• მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიასა და საზღვარგარეთ არსებული ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს;
• კონკურსი გაიმართება ორ ასაკობრივ ჯგუფში: V-VIII და IX-XII კლასის მოსწავლეებში;
• თითოეული გუნდი შედგება შვიდი ძირითადი და სამი სათადარიგო წევრისგან;
• თითოეულ გუნდს ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერასა და საგალობელს;
• მხარდამჭერთა ჯგუფი ყალიბდება იმავე სკოლის მოსწავლეებით, რომლითაც დაკომპლექტებულია მოასპარეზე გუნდი.
ასევე ჩატარდება სანუგეშო ეტაპები, რომელიც გულისხმობს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას 0, 1 და 2 ქულიანი დამარცხების შემთხვევაში (იხ. კონკურსის დებულება). აღნიშნული არ ეხება სასკოლო ეტაპიდან სარაიონოზე გადასვლას.
• თითოეულმა გუნდმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი, რომელშიც მითითებული იქნება:
ა) რაიონის, სკოლისა და გუნდის დასახელება;
ბ) კაპიტნისა და გუნდის წევრთა სია, თითოეულზე კლასის მითითებით;
გ) გუნდის ხელმძღვანელის საკონტაქტო მონაცემები;
დ) გულშემატკივართა მიერ შესასრულებელი საკონცერტო ნომრების ჩამონათვალი (ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი);
ე) 50 კითხვა-პასუხი წმიდა წერილიდან (25 _ ძველი და 25 _ ახალი აღთქმიდან), თითოეულზე წყაროს მითითებით (გამოიყენეთ მხოლოდ საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლია).
წყაროების მითითების მაგალითები: 1. (დაბ. 1; 7); 2. (მთ. 3; 19); 3. (I მეფ. 5; 12)
სასკოლო ეტაპზე გამარჯვებულმა გუნდმა, საჭიროა ხელახლა წარმოადგინოს განაცხადი, თითოეულ გუნდზე 50 კითხვა-პასუხთან და საკონცერტო ნომრებთან ერთად. კითხვა-პასუხი უნდა იყოს ახალი შედგენილი.
სასკოლო ნაკრების ჩამოსაყალიბებლად გამარჯვებულ გუნდს უფლება აქვს შეცვალოს რამდენიმე გუნდის წევრი, მათ შორის კაპიტანიც (ძირითადი გუნდიდან 3, სათადარიგოდანაც 3), 4 წევრი კი აუცილებლად უნდა დარჩეს უცვლელი. ასევე უცვლელი რჩება გამარჯვებული გუნდის სახელწოდება.
ამ ეტაპზე გამარჯვებული სასკოლო ნაკრები, სარაიონო ეტაპზე დარეგისტრირებული შემადგენლობით განაგრძობს ასპარეზობას კონკურსის ბოლომდე.
განაცხადები მიიღება 2016 წლის 29 თებერვლის ჩათვლით, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 12.00-დან 18.00-საათამდე, როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ მისამართზე: e-mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა, თქვენ მიიღებთ სარეგისტრაციო ნომერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუკავშირდით ორგანიზატორებს ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.
დაგვიანებული განაცხადების მიღება შესაძლებელია 2016 წლის 7 მარტის ჩათვლით, ამ შემთხვევაში გუნდი დაჯარიმდება -3 ქულით. არასრული განაცხადები არ მიიღება.
მისამართი: ქ.თბილისი, ელიას მთა. წმ. სამების საკათედრო ტაძარი. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.
კონკურსის დებულება იხილეთ sapatriarqos axalgazrduli centris ვებ-გვერდზე: www.axalgazrdoba.ge ან ადგილობრივ რესურს-ცენტრში.
საკონტაქტო ნომრები: 599 24 88 56 ლელა ბოჭორიშვილი
2 45 92 72 - ახალგაზრდული ცენტრი

 

 SemoqmedebiTi