ინტელექტუალური კონკურსი „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“

2 0 1 5 - 2 0 1 6

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს განაცხადების მიღებას ინტელექტუალური კონკურსის „ჩვენ ვსწავლობთ ბიბლიას“ სასკოლო ეტაპისთვის.

• მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ტერიტორიასა და საზღვარგარეთ არსებული ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს;

• კონკურსი გაიმართება ორ ასაკობრივ ჯგუფში: V-VIII და IX-XII კლასის მოსწავლეებში;

• თითოეული გუნდი შედგება შვიდი ძირითადი და სამი სათადარიგო წევრისგან;

• თითოეულ გუნდს ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც შეასრულებენ ქართულ ხალხურ სიმღერასა და საგალობელს;

• მხარდამჭერთა ჯგუფი ყალიბდება იმავე სკოლის მოსწავლეებით, რომლითაც დაკომპლექტებულია მოასპარეზე გუნდი.

• კონკურსი ტარდება ხუთ ეტაპად:

1. სასკოლო;

2. სარაიონო;

3. ზონალური;

4. ნახევარფინალი;

5. ფინალი

ასევე ჩატარდება სანუგეშო ეტაპები, რომელიც გულისხმობს შემდეგ ეტაპზე გადასვლის შესაძლებლობას (იხ. კონკურსის დებულება).

• თითოეულმა გუნდმა უნდა წარმოადგინოს განაცხადი, რომელშიც მითითებული იქნება:

ა) გუნდის სახელწოდება;

ბ) კაპიტნისა და გუნდის წევრთა სია, თითოეულზე კლასის მითითებით;

გ) გუნდის ხელმძღვანელის საკონტაქტო მონაცემები;

დ) გულშემატკივართა მიერ შესასრულებელი საკონცერტო ნომრების ჩამონათვალი (ქართული ხალხური სიმღერა და საგალობელი);

ე) 50 კითხვა-პასუხი წმიდა წერილიდან (25 - ძველი და 25 - ახალი აღთქმიდან), თითოეულზე წყაროს მითითებით (გამოიყენეთ მხოლოდ საპატრიარქოს მიერ გამოცემული ბიბლია).

წყაროების მითითების მაგალითები: 1. (დაბ. 1; 7); 2. (მთ. 3; 19); 3. (I მეფ. 5; 12) 4. (აპოკ. 4; 7) და ა.შ.

განაცხადები მიიღება 2015 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით, სამუშაო დღეებში (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 11.00 დან - 18.00 საათამდე, როგორც წერილობით, ასევე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, მისამართი:

e-mail: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

იმ შემთხვევაში, თუ რეგისტრაციამ წარმატებით ჩაიარა, თქვენ მიიღებთ სარეგისტრაციო ნომერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაუკავშირდით კონკურსის კოორდინაოტორს, ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო ნომრებზე.

მისამართი: ქ.თბილისი, ელიას მთა. წმ. სამების საკათედრო ტაძარი. საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი.

კონკურსის წესებში ცვლილებებია, ამიტომ გთხოვთ ყრადღებით გაეცნოთ კონკურსის დებულებას ვებ-გვერდზე: www.axalgazrdoba.ge ან ჩვენს Facebook გვერდზე საკონტაქტო ნომერი: 557 129 929; 591 000 778 თინათინ ჯაფარიძე

 

 SemoqmedebiTi