ნახატები ბიბლიურ თემებზე

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრისაქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით და საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით 2018 წლის 15 იანვრიდან აცხადებს კონკურსს


კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს  6-დან -18 წლის ჩათვლით. კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი (იხ. დანართი) და თავისუფალ თემაზე შესრულებული სამი ნახატი.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა  2018 წლის 20 თებერვალი.

კონკურსი მოიცავს სამ ტურს:

I ტური - განაცხადის შემოტანის დროს კონკურსანტს საშინაო დავალების სახით, ნახატების შესასრულებლად, ეძლევა ბილეთი შვიდი თემით (ძველი და ახალი აღთქმიდან),  რომლის   ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 7 მაისი.

II ტური - სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე 2018 წლის 18 მაისს მოეწყობა ხატვის დღე: I ტურში გადასული კონკურსანტები შეასრულებენ თითო ნახატს ბიბლიურ თემებზე.

III ტური - კონკურსანტს კვლავ ეძლევა, საშინაო დავალების სახით, მეორე ბილეთი შვიდი თემით (ძველი და ახალი აღთქმიდან), რომლის ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 23 ოქტომბერი.

მესამე ტურის ბოლოს სპეციალური ჟიური გამოავლენს საუკეთესო ნამუშევრებს.

წინასაახალწლოდ, მოეწყობა გამოფენა-დაჯილდოების ცერემონიალი. გამოვლინდებიან სამ ასაკობრივ ჯგუფში I, II, III ადგილის მფლობელები.  საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა მოეწყობა სამების საკათედრო ტაძრის ტერიტორიაზე, ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში.

კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სპეციალური სიგელი კონკურსში მონაწილეობისათვის. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური სიგელებით და წამახალისებელი პრიზებით.

განაცხადებები მიიღება საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა, 11- დან 18 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე:    595  905  258 .

კონკურსის დებულება იხილეთ ჩვენს ვებ-გვერდზე www.axalgazrdoba.ge

ახალგაზრდული ცენტრის მისამართი: ელიას მთა. წმ. სამების საკათედრო ტაძარი. I სართული.

განაცხადის ფორმა

 

დებულება-ხატვის-კონკურსის